Title: ნიკო დავითის ძე დადიანი
Abstract: ნიკო დავითის ძე დადიანი ― სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1878). განათლება პარიზში მიიღო. მისი მცირეწლოვნების გამო სამთავროს განაგებდა დედამისი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომლის დროსაც (1857) ფაქტობრივად სამეგრელოში მთავრობა გაუქმდა. 1868 წელს დადიანმა უარი თქვა (დე-იურე) სამეგრელოს მთავრის ტიტულზე. 1875 წლიიდან მსახურობდა კავალერგარდის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). 1877 წლიდან პოლკოვნიკი. ბულგარეთის ტახტიდან ბატენბერგის ჩამოგდების (1886 წლის 21 აგვისტო) შემდეგ რუსეთის მთავრობამ დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წამოაყენა. დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა (169 ხელნაწერი და წიგნები) უსასყიდლოდ გადასცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას
Description: ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია. ნიკო დადიანი ოქროს ხმლით ხელში.
↧