Title: კონსტანტინე ლორთქიფანიძე და ავთანდილ ყურაშვილი
Abstract: კონსტანტინე ლორთქიფანიძე - მწერალი, დიდი სამამულო ომის წლებში კ. ლორთქიფანიძე მოქმედ არმიაში აქტიურად იბრძოდა კავკასიის დაცვისთვის. 1942–1944წწ. იყო ფრონტული გაზეთების სამხედრო კორესპონდენტი. 1962-1966წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ცისკარს", 1977 წელს დაინიშნა ალმანახ "განთიადის" მთავარ რედაქტორად, იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. მწერალი ნაყოფიერად მუშაობდა თარგმანის სფეროში. მას ეკუთვნის აგრეთვე კინოსცენარები ფილმებისა: "მეგობრობა"(1941, თანაავტორი ი. მოსაშვილი), "ჩრდილი გზაზე"(1957), "შეწყვეტილი სიმღერა"(1960). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ავთანდილ ყურაშვილი - პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი
Description: მარცხნიდან: კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ავთანდილ ყურაშვილი. ფოტო გადაღებულია ქუთაისის პარკში
↧