Quantcast
Channel: DSpace Community:
Viewing all articles
Browse latest Browse all 10595

თამარ ჭავჭავაძე, ნატალია ჭავჭავაძე, ალექსანდრე (საშა) ჭავჭავაძე, დავით ჭავჭავაძე

$
0
0
Title: თამარ ჭავჭავაძე, ნატალია ჭავჭავაძე, ალექსანდრე (საშა) ჭავჭავაძე, დავით ჭავჭავაძე Abstract: თამარ მამუკას ასული ჭავჭავაძე - ავტორია მოგონებებისა პაპის - ნიკოლოზ პავლეს ძე შატიხინის (მისი სურათი დაცულია გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმში №6604) ოჯახის, ალექსანდრე ყაზბეგის (იხ. ივ. ლოლაშვილი «ოცი წელი გიორგი ლეონიძესთან», თბ. 1980, გვ 145-150) და ილია ჭავჭავაძის (გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმი, ხ-13448, ხ-13451, ხ-13452) შესახებ. ალექსანდრე (საშა) მამუკას ძე ჭავჭავაძე (1868-?). - შორეული ნაოსნობის კაპიტანი; ბათუმში დააარსა მეზღვაურთა სკოლა (იხ. ნ. შვანგირაძე «თამარ ჭავჭავაძე», თბ. 1973, გვ. 11); «დაიღუპა ბათუმიდან ჰამბურგს მიმავალი ნავთით დატვირთული გემი «ბლესკი». გადარჩა გემის ოცდათორმეტი მოხელე და ცნობილი მეზღვაური, კაპიტნის თანაშემწე, თავადი ალექსანდრე მამუკას ძე ჭავჭავაძე» (იხ. «ცნობის ფურცელი», 1896, ¹47, 5 დეკემბერი, გვ. 3); ალექსანდრე მამუკას ძე სან-ფრანცისკოში შეხვდა დეკანოზ პავლე ჩუდეცკის მკვლელს, კატორღიდან გაქცეულ იოსებ ლაღიაშვილს (იხ. იპ. ვართაგავა, მოგონებები, წიგნი 2, 1962, გვ.381-382). «დააპატიმრეს მუდამ ბედნავსი მეზღვაური საშა ჭავჭავაძე. მას თურქებთან ურთიერთობაში ისეთივე ბრალი მიუძღოდა, როგორც მე ჩინელებთან. საშა ჭავჭავაძე არასოდეს ეთანხმებოდა მმართველ წრეებს საზღვაო უწყების წარმართვისას. ამას არც ფარავდა. ნ. რამიშვილს მისი განთავისუფლება ვთხოვე; ვარწმუნებდი, მას თურქებთან არანაირი კავშირი არა აქვს-მეთქი. იგი გაათავისუფლეს (იხ. გიორგი კვინიტაძე, მოგონებები, საქართველოს დამოუკიდებლობის წლები 1917-1921, წ. 2, თბ.; 1999, გვ. 128). ნატალია მიხეილის ასული ჭავჭავაძე - ავტორი წიგნისა "დიდიმ მირცხულავა" (თბ.1999). დავით (დოდიკ) მიხეილის ძე ჭავჭავაძე – არქიტექტორი Description: მარცხნიდან: ტამარ ჭავჭავაძე, ნატალია ჭავჭავაძე, საშა ჭავჭავაძე, დავით ჭავჭავაძე

Viewing all articles
Browse latest Browse all 10595

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>